მთავარი გვერდი
|
ლევან მარუაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1912 — გ. 5 დეკემბერი, 1992) — ქართველი გეოგრაფი, მთამსვლელი და ჟურნალისტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1965), საქართველოს სსრ (1966) და აფხაზეთის ასსრ (1984) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი (1956–1992). ლევან მარუაშვილი ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: ორნაწილიანი „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (1969–1970), სამნაწილიანი „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ (1975–1986), „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“ (1973), „პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი“ (1985) და სხვა. 1971 წელს გამოქვეყნდა კოლექტიური ნაშრომი „საქართველოს გეომორფოლოგია“ (რუსულ ენაზე), ხოლო 1991 წელს „საქართველო ანთროპოგენში“ (რუსულ ენაზე), რომელთა მთავარი რედაქტორი და ავტორი იყო მარუაშვილი. 1982 წელს მონაწილეობდა „საქართველოს წითელი წიგნის“ შედგენაში.
ლევან მარუაშვილმა პირველმა გეოგრაფიულ ლიტერატურაში ჩამოაყალიბა ცნება კარსტოსფეროს (1973) შესახებ. მისი ხელმძღვანელობით 1960 წელს აღმოაჩინეს და პირველად 150 მ სიღრმემდე შეისწავლეს კრუბერის გამოქვაბული.
ლევან მარუაშვილი იყო კავკასიის აღიარებული მკვლევარი. იგი 500-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა და 30 მონოგრაფიის ავტორია. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო: ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია, გლაციოლოგია, სპელეოლოგია, კარსტოლოგია, პალეოგეოგრაფია, მეოთხეული გეოლოგია, ისტორიული გეოგრაფია. მარუაშვილის ხელმძღვანელობით აღიზარდა 20-ზე მეტი გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი.
2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფესორ ლევან მარუაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი.მირზა გელოვანი (დ. 2 მარტი, 1917, სოფ. ნაქალაქარი, ახლანდელი თიანეთის რაიონი ― გ. ივლისი, 1944, ვიტებსკის ოლქი, ბელორუსიის სსრ) — ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ).
მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტი). 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა „ფედერაციაში“, „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა „ჩვენს თაობაში“ და სხვა ჟურნალ გაზეთებში.
- მოზამბიკის დროშა (იხ. სურათზე) ერთადერთი დროშაა მსოფლიოში, რომელზეც გამოსახულია თანამედროვე საბრძოლო იარაღი — კალაშნიკოვი.
- თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი პირველი დანტისტია, რომელიც პრეზიდენტი გახდა.
- ამერიკულ ტბის კუზე დაბერების პროცესი არ მოქმედებს და შთამომავლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში იძლევა.
- იტალიის ქალაქ ჩეზენაში დაიბადა სამი პაპი — პიუს VI, პიუს VII და პიუს VIII, რის გამოც ხშირად მას სამი პაპის ქალაქს უწოდებენ.
- 1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევისას, მესამე აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 3110 კმ-ის მოშორებით, ქალაქ პერთში (დასავლეთი ავსტრალია) და 4800 კმ-ის მოშორებით კუნძულ როდრიგესზე (მავრიკთან ახლოს) ისმოდა.
- აზიური სპილო, სახელად მერი ადამიანის მკვლელობისათვის ჩამოახრჩვეს.
- სახეობის კონსერვაციის მიზნით, მობუდარი ავსტრალიური რეგვენები სატყუარებითა და ჩაწერილი ხმებით მიიზიდეს იანგ-ნიკის კონცხზე, სადაც ფრინველებმა მოგვიანებით კოლონია დააარსეს.
- იავური მარტორქა დიდი ზომის ძუძუმწოვრებში ყველაზე იშვიათია, დღეს მისი მხოლოდ 58–61 ინდივიდია დარჩენილი უჯუნგ-კულონის ეროვნულ პარკში (კ. იავა, ინდონეზია).
![]() |
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
![]() |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
![]() |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
![]() |
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
![]() |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
![]() |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
![]() |
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
![]() |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
![]() |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
![]() |
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
![]() |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
![]() |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |